15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა მამა გიორგი მდივანმა. 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს და თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის დაღუპულებს პატივი მიაგეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილემ-მარიკა კოპალიანმა, მერის მოადგილეებმა ალუდა თუთისანმა და რევაზ ახვლედიანმა,ლეჩხუმის საზოგადოებამ,ახალგაზრდებმა.
მემორიალთან კიდევ ერთხელ მოიგონეს გმირები, ისაუბრეს მათი ღვაწლის შესახებ.
,,თავისუფლებისათვის დაღვრილ სისხლს უკვალოდ არ ჩაუვლია, ჩვენმა ქვეყანამ ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება"-აღნიშნა ჭაბუკი ჭაბუკიანმა