7 სექტემბერს გვქონდა ქორწილი და 7 თვე გვქონია ბედნიერი თანაცხოვრების... - ავარიის დროს გარდაცვლილი ბიჭის მეუღლის ემოციური პოსტი

ბესო შარაშენიძე

ბესო შარაშენიძე გუშინ, სამტრედიაში, მომხდარ უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა.
„საშინელებაა... ბესოს ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა.  როგორ განადგურდა ოჯახი“, - წერენ გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში.

„7 სექტემბერს გვქონდა ქორწილი და 7 თვე გვქონია ბედნიერი თანაცხოვრების. მენატრები ჩემო თბილო და მოსიყვარულე მეუღლევ“ - წერს გარდაცვლილის მეუღლე სოციალურ ქსელში.

ვტოსაგზაო შემთხვევა 25 აპრილს, გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

ამავე ავარიისას სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო კიდევ ექვსმა პირმა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.