1757269592
3 წლის ქართველი ტინტო მიწისძვრის ეპიცენტრში - „ჩვენმა გმირმა ნანგრევებში მოყოლილ ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო“

ტინტო ქალაქ ადიამანში სამაშველო ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული. ტინტო სპეციალურად არის გაწვრთნილი სამძებრო-სამაშველო აქტივობების ჩასატარებლად და საქართველოში მონაწილეობა არაერთ სამაშველო ღონიშძიებაში აქვს მიღებული.
როდესაც ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს პოულობს ტინტო ყეფას იწყებს და მაშველებს ანიშნებს ამის შესახებ.
მაშველი ძაღლი ქართველ მეხანძრე-მაშველებთან ერთად სამაშველო ოპერაციებში აქტიურ რეჟიმში არის ჩართული და წარმატებით აგრძელებს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.