1765569542
13 დეკემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
13 დეკემბერს ქუთაისში წვიმებს, დღისით +10 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +9, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვს, დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლს ელოდებიან, ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი - გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც თოვაა მოსალოდნელი, დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც თოვლია, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც ნალექია თოვლის სახით, +6 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში იწვიმებს, დღისით +5 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია ნავარაუდევი, დღის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს, დღისით +1, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში უნალექო დღეა, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექს არც თბილისში ელოდებიან, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.












