1765569542
პარიზში საფრანგეთის, აშშ-ის, ევროკავშირისა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით დაგეგმილი შეხვედრა აღარ შედგება - მედია
საფრანგეთის, ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის ხელისუფლებების წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც 13 დეკემბერს პარიზში უნდა გამართულიყო, აღარ შედგება. ინფორმაციას პოლონური მედია ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაზე საფრანგეთის, აშშ-ის, ევროკავშირისა და უკრაინის წარმომადგენლებს რუსეთთან ომის დასრულების სამშვიდობო გეგმა უნდა განეხილათ.
შეხვედრა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის სატელეფონო საუბრის გაგრძელება უნდა ყოფილიყო.
თუმცა, როგორც მედიას ელისეს სასახლიდან წყარომ დაუდასტურა, პარიზში მოლაპარაკებები აღარ შედგება.












