ხვალიდან საქართველოში ახალი კანონი ამოქმედდება! - ვის შეეხება ცვლილებები
1761940452
 
                                                                ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა დანაშაულის ის ნაწილი, სადაც ცივი იარაღის გამოყენებას ჰქონდა ადგილი, აღიარა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ზუგდიდში, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ასევე არასრულწლოვანს, ბრალდება წარუდგინა.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
საქმესთან დაკავშირებით არასრულწლოვნების გამოკითხვა გრძელდება. უკვე ჩატარდა ექსპერტიზებიც.