შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
ძალადობის მსხვერპლი მოზარდი იდენტიფიცირებულია. „ყრუთა კავშირის" ინფორმაციით, ეს 17 წლამდე ახალგაზრდაა, რომელიც უბინაოა და ქუჩაში ცხოვრობს.
კავშირის პრეზიდენტი, მაია მეტონიძე აცხადებს, რომ 17 წლის ლევან ა.-ს პრობლემები სამართალდამცველებათან ადრეც ჰქონია.
„ეს ახალგაზრდა არის 17 წლის ლევან ა., ის უფრო მეტყველ პირებთან მეგობრობს. მათთან ერთად მოძრაობს, სახლი არ აქვს და ქუჩაში ცხოვრობს. მას პრობლემები ჰქონდა სამართლებრივ ასპექტში, თავშესაფარში იყო და გამოიქცა“, - განაცხადა მეტონიძემ „ტვ პირველთან“.
მეტროსადგურ ისანში ომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.