1760559559
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებულ 3 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვისთვის ბრალდებულ სამ ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროცესზე გაირკვა, რომ საქმეში, იარაღის და საბრძოლო მასალის გარდა, დევს ჰექსოგენი.