ტელეკომპანია „იმედის“ გათიშვის ფაქტზე სუსმა გამოძიება დაიწყო

სუსი

ტელეკომპანია „იმედის“ გათიშვის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

„ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა. „ტელეიმედთან“ ერთად მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.