1777391077
თბილისის საქალაქო სასამართლო ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის აღმკვეთის ღონისძიებას დღეს განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის აღმკვეთის ღონისძიება დღეს უნდა განიხილოს.
სუს-ის ინფორმაციით, ბრალდებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა გადაიბირეს და მას ფარული ფსევდონიმიც ჰქონდა მინიჭებული.
გამოძიების მტკიცებით, დაკავებული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, ძალოვანი უწყებების დისლოკაციის ადგილებსა და სტრატეგიულ ობიექტებს ფოტო და ვიდეომასალას უღებდა. ამავე საქმეში ფიგურირებს კიდევ ორი პირი - მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.











