ცნობილია როდის დაიწყება ძლიერი სიცხეები საქართველოში
1781552028
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი სამი პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტი „სარფის“ გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, ხოლო, ორმა მათგანმა, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს.
ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.