1781607543
ევროკავშირში წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა იდეა გაწევრიანების ფორმატებისა და მოდელებისა - გრიგოლ გეგელია
ევროკავშირში წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა იდეა გაწევრიანების ფორმატებისა და მოდელებისა", - პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია გაფართოების საკითხებში ევროკომისარის, მარტა კოსის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.
„ევროკავშირში წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა იდეა გაწევრიანების ფორმატებისა და მოდელებისა. მათ შორის არის ორმაგი სიჩქარის გაწევრიანების მოდელი. ეს მოდელები არის ასპირანტი ქვეყნების ინტერესებში. იმიტომ, რომ ასპირანტ ქვეყნებს, დამეთანხმებით, გააჩნია განსხვავებული ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური განვითარების დონეები, შრეები და ტემპები," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.











