წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1778869834
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ბრალდების მხარე კი მათ მიმართ კვლავ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა.
13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.
გამოძიებამ ცხრა პირი დააკავა, რომლებსაც სამსახურებრივ გულგრილობას, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და სამშენებლო წესების დარღვევას ედავებიან.
შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1778871724
ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213