მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი რისკის არსებობის შემთხვევაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ახდენს რეაგირებას და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს.
„საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს ძალიან კარგად, მას ჰყავს ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი, რომელსაც პირადად ვცემ ძალიან დიდ პატივს. ეს სამსახური ნამდვილად არის მოწოდების სიმაღლეზე და დარწმუნებული ვარ, რომ, როდესაც რაიმე სახის რისკი არსებობს, საიდანაც უნდა მოდიოდეს ის, სამსახური ახდენს შესაბამის რეაგირებას და პრევენციას. ეს ნამდვილად შემიძლია, დაგიდასტუროთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.