საიმიგრაციო ვიზისა და მწვანე ბარათის შესახებ, ამერიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
1751891424
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის, იგივე "ზარალას" დაკავების შემდეგ, "კურიერი" ბიზნესმენის ოჯახს დაუკავშირდა. დაკავებულის ნათესავი, რეჟისორი დავით საყვარელიძე ამბობს, რომ ბიზნესმენს ჩანთები აერია, ხოლო დაკავების ყოველგვარ პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს.
"მიემგზავრებოდა საფრანგეთში. შემთხვევით აღმოჩნდა, რადგან სახლში ჰქონდა გაფორმებული იარაღი და უბრალოდ, სხვა ჩანთაში ჩადო. ეს დამთხვევაა ძალიან ცუდი. თვითონაც ძალიან გაკვირვებული იყო. ჩვენ გამოვრიცხავთ ყველანაირ პოლიტიკურ მოტივს, ოღონდ ამას მთელი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით ვაცხადებ მე პირადად", - აცხადებს დავით საყვარელიძე.
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ბიზნესმენის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ თავის დაცვის ქვეშ მყოფს უკვე შეხვდა, ხოლო დაცვის მხარე საკუთარ პოზიციაზე ბრალის გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.
ბიზნესმენმა ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა. "სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი სამართალდამცველებმა გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, გამგზავრების ტერმინალში, ხელბარგის შემოწმების დროს, მას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები უპოვეს. გიორგი რამიშვილის დაკავების შემდეგ, განცხადება გაავრცელა "სილქ როუდ ჯგუფმაც".