„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ესპანეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები დააკავა. 35 წლამდე მამაკაცებს ბრალი ქურდობასა და ყაჩაღობაში ედებათ.
პოლიციამ დანაშაულებრივი სქემაც გაშიფრა - ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, საქართველოს მოქალაქეები ბინების ქურდობისას სპეციალურ ხელსაწყოს - პოლიეთილენის მყარ ფირფიტებს, ე.წ. "სლიპის" მეთოდს იყენებდნენ. ამოღებულია ნივთმტკიცებები და ჩანაწერები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეთა დაკავება სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სამართალდამცველების ძალისმიერი სპეცოპერაციით განხორციელდა.