საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის - A2LA-ს ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის – „A2LA“-ს ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, „A2LA“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მაღალი სანდოობის მქონე აკრედიტაციის ორგანოა, რომელიც ლაბორატორიების აკრედიტაციის საერთაშორისო თანამშრომლობისა (ILAC) და აკრედიტაციის საერთაშორისო ფორუმის (IAF) სრულუფლებიანი წევრია.

„ამერიკელმა ექსპერტმა დეტალურად გადაამოწმა შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და რეალურ გარემოში დააკვირდა ქართველი კრიმინალისტების მუშაობის სრულ პროცესს.

აღნიშნული შემოწმება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17020-ის ფარგლებში ჩატარდა, რომლის წარმატებით დასრულებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საქმიანობის მაღალი ხარისხი და თანამშრომელთა პროფესიონალიზმი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.