მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
რუსთავში ქალმა სხვისი საბანკო ბარათით ივაჭრა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, 40 წლამდე ქალმა ქუჩაში ბანკის ბარათი იპოვა, რაც შემდეგ მაღაზიაში გამოიყენა და პროდუქტები იყიდა.
მოქალაქემ, რომელმაც ბარათი დაკარგა, დახმარების მიზნით პოლიციას მიმართა. ბარათის გატარების შემდეგ კი ლოკაცია დადგინდა. მოგვიანებით გაირკვა იმ ქალის ვინაობა, რომელმაც სხვისი ბარათი გამოიყენა.
სამართალდამცველებმა იდენტიფიცირების შემდეგ ქალი პასუხისგებაში მისცეს.