პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურა

 პროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

მათ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მეწარმეს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დაკავებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.