17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი იტყობინება, რომ უკრაინული დელეგაცია ჟენევაში მოლაპარაკებებზე გაემგზავრა.
„ჟენევისკენ მიმავალ გზაზე. წინ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდია. გზაში კოლეგებთან ერთად ჩვენი ისტორიის გაკვეთილებს განვიხილავთ და სწორი დასკვნების ძიებაში ვიქნებით. უკრაინის ინტერესები დაცული უნდა იყოს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ბუდანოვმა ასევე მატარებლის ფონზე გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა იმ კოლეგებთან, რომლებთან ერთადაც ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მიემგზავრება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 თებერვლის საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მზად არის რუსულ დელეგაციასთან ახალი შეხვედრისთვის. მოგვიანებით მის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვა 17-18 თებერვალს, ჟენევაში იგეგმება.