ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი,განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბრალდებულმა ურთიერთ შელაპარაკების დროს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა დაზარალებულს,რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 01 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497