„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
საქართველოს პროკურატურამ, კასპის რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკემბერს, კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში ბრალდებულმა საყოფაცხოვრებო კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან ძმის მეუღლეს ესროლა, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი დღეა თეთრ სახლში“ - ტრამპი
1755527607
რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755520230