„განვლილმა მუნდიალმა უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა", - Athletic-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე
1786871805
პეკინის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის"ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დაკავებულია. ყაჩაღობა თბილისის ცენტრში გუშინ მოხდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოიკითხნენ ბანკის თანამშრომლები.
წინასწარი ინფორმაციით, ბანკში ერთი ნიღბიანი შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხა წაიღო. ფულის რაოდენობა არ კონკრეტდება. "კურიერის" ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.