მუქარით და ძალადობით დაზარალებულის 136 528 ლარს დაეუფლა - სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო

 საქართველოს პროკურატურა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დამამძიმებელ გარემოებებში ყაჩაღობის ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 15 აგვისტოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში, ბრალდებული სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად თავს დაესხა დაზარალებულს, აღუკვეთეს თავისუფლება და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას.

თავდამსხმელები ძალადობით და მუქარით დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით 136 528 ლარის ღირებულების ნივთებს და ფულად თანხას.