მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
მომღერალ აჩი მეფარიძეს მოქალაქე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ლელა ჯუღელი „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში ჰყვება, რომ შემთხვევა ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. კონფლიქტის მიზეზი საავტომობილო მოძრაობა გახდა, რამაც გადაადგილება შეაფერხა.
ლელა ჯუღელი ამტკიცებს, რომ ამ ფაქტით გაღიზიანებულმა მომღერალმა მას ჯერ შეაგინა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. თავად მომღერალი მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.