17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
მკვლელობა კახეთში - გარდაცვლილია 25 წლამდე ასაკის მამაკაცი.
შემთხვევა გვიან, ღამით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მოხდა.
წარსულში ნასამართლევმა 37 წლის მამაკაცმა, ახალგაზრდა კაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყელის არეში დანით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
მძიმე დაზიანებები აქვს თავად 37 წლის მამაკაცსაც. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მამაკაცის პალატასთან უკვე სამართალდამცველები მორიგეობენ.
კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი