როგორი ამინდი იქნება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში
1779216938
აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში მდებარე ისლამურ ცენტრში ორმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ისლამური ცენტრის დაცვის თანამშრომელია. როგორც მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, დაცვა „გმირულად მოქმედებდა“, რადგან მათ თავდამსხმელები შეაკავეს.
ინციდენტის დროს ცენტრში ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა, მედიის ცნობით, არცერთი ბავშვი არ დაშავებულა. ორივე თავდამსხმელმა თავი მოიკლა.