„ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა...“ - ასტროლოგი 21 დეკემბერთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
1766229928
რომის ისტორიულ ცენტრში კარაბინერებმა კრიმინალთან ბრძოლის ფარგლებში პრევენციული და ოპერატიული ღონისძიებები გააძლიერეს. წლის ბოლოს დაგეგმილი დღესასწაულების გამო სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, რის შედეგადაც რამდენიმე დანაშაულებრივი ფაქტი აღიკვეთა.
Via del Governo Vecchio-ზე კარაბინერებმა 39 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც მოპარული საფულით ხელში ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა. გამოძიების ინფორმაციით, საფულე მას იტალიელი მოქალაქისთვის ჰქონდა მოპარული.
სპეცოპერაციის ფარგლებში ადგილობრივმა პოლიციამ 23 წლის ეგვიპტის მოქალაქეც დააკავა, რომელსაც ნარკოტიკების რეალიზაცია ედება ბრალად.
იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ასევე კუბის მოქალაქეები, რომლებიც ძვირად ღირებული მაღაზიების ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები.