მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესს ესწრება დაზარალებული ნეკა დოროყაშვილი, რომელიც ბრალდების მხარის კითხვებს უპასუხებს, სხდომას დისტანციურად ერთვება ნიკოლოზ ბასილაშვილი, სხდომაზე ასევე მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
მოდელმა სასამართლოში მისვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„მაქვს შესაძლებლობა, რომ პირველად ვილაპარაკო მოსამართლესთან სასამართლოს წინაშე. ამის შემდეგ დეტალურად მოგახსენებთ ჩვენებას. ჩვენებაც მივცემ და შემდეგ დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.