1696234801
ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის პროცესი უნდა გაიმართოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაური იყო. მიზეზი ბრალდებულების ახლობლებისა და ოჯახის წევრების უკმაყოფილებაა, რომლებიც დარბაზის შეცვლას ითხოვენ.
დღევანდელ სხდომაზე საქმის გამომძიებელი დაიკითხება. მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა და განაცხადა, რომ დარბაზში შესვლის საშუალება ოჯახის წევრებს ექნებათ.