მარტა ბარამიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
1751968421
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხონის მუნიციპალიტეტში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. სოფელ კინჩხაში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია ჯამში 16 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი, მათ შორისაა წაბლი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეყვანილი.
უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საგამოძიებო უწყებას, უკანონოდ მოპოვებული მასალა კი გადატანილია ხონის "საქმიან ეზოში".