17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის, ლეონიდე ზვიადაძის დედა ალაპარაკდა. ქალი ამბობს, რომ წყვილი თანაცხოვრების დროს ხშირად კამათობდა და ის ასევე ადასტურებს, რომ მის შვილზე შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი.
„ყოველ წუთში სთხოვდა შერიგებას ჩემი შვილი რძალს, ჯავრობდა, რომ ცოლ-შვილი სახლში არ ჰყავდა, მას მისი სიკვდილი არასდროს არ უნდოდა, გაგიჟებით უყვარდა... არ ვიცი, საწვავი რატომ წაიღო, სად იპოვა ან სად ნახა, ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია და ისე სიტყვიერად კი კამათობდნენ, სამსახურში და სახლში რომ აკითხავდა, შემაკავებელი მაგიტომ ჰქონდა გამოწერილი.“ - ამბობს მკვლელობაში ბრალდებულის დედა.