„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები დღეს იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილავენ. სიახლის მიხედვით, ზუსტდება ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადები, რომლის მიხედვითაც მართლმსაჯულება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დროში შეზღუდული არ იქნება. დანაშაულთა წრე კი, რაზედაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება.
ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი.
ფარული მოსმენების ვადების გაზრდას არ ეთანხმება ოპოზიცია და კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას ითხოვს.