მძიმე ავარია თბილისის შემოვლით გზაზე - არის მსხვერპლი
1775473183
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით, რომლის თანახმად, თითქოსდა მიწის რეფორმის პერიოდში საკუთრებაში გამოეყო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში მდებარე ნაკვეთი, მოტყუებით დაირეგისტრირა 2000 მ2 მიწის ნაკვეთი.
ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 45 970 ლარს. გრძელდება შესაბამისი პროცედურები მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
ქეთი დოლიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1775423811