დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და აღნიშნულ დანაშაულში დახმარების ფაქტზე დაკავებული 3 პირი, დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება

ნკ

 დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და აღნიშნულ დანაშაულში დახმარების ფაქტზე დაკავებული სამი პირი დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება. პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

გამოძიების მიხედვით, ადიგენის მერის წარმომადგენელი მოქალაქეს საკემპინგო სივრცის მოსაწყობად მფარველობას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც, შუამავლის დახმარებით, ქრთამის სახით 10 000 დოლარი აიღო. სამართალდამცველებმა კიდევ ერთი საჯარო მოხელე - წალკის მერის წარმომადგენელიც დააკავეს. მას ბრალად ყალბი ცნობების გაცემა და ქრთამის აღება ედება.