ჯარიმა 1000 ლარი და პროდუქციის კონფისკაციაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
1779299235
დღეს, 15:00 საათზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება.
სხდომაზე ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება და მოწმის სახით სავარაუდოდ საქართველოს ბანკის თანამშრომლები დაიკითხებიან. პროცესს თავად ბრალდებულიც დაესწრება. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს და სამართლებრივ დავას განაგრძობს.