1758051983
,,დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი" - პროკურატურა 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე

,,დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი" - ამის შესახებ "კურიერს", საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს. საქმე ეხება, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურამ დღესინფორმაცია გაავრცელა.
"ჩვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, გავაგრძელებთ ინფორმაციისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოძიებას ამ საქმესთან დაკავშირებული სხვა გარემოებების, დეტალებისა და დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების დასადგენად.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ამ ეტაპზე, მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ დაკავებული პირი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი,"-აცხადებენ პროკურატურაში.