ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
დაკავებულ ბიზნესმენს, გიორგი რამიშვილს, იგივე "ზარალას", ადვოკატი უკვე შეხვდა. ბიზნესმენის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ თავის დაცვის ქვეშ მყოფს უკვე შეხვდა, ხოლო დაცვის მხარე საკუთარ პოზიციაზე ბრალის გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.
"დიახ, შევხვდი. ბრალის გაცნობის შემდეგ დაცვის პოზიციას გაგაცნობთ აუცილებლად. გარდა ამისა, თავადაც გააკეთებს განცხადებას," - აღნიშნა ადვოკატმა.
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს, ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ბიზნესმენმა ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა.
"სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი სამართალდამცველებმა გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, გამგზავრების ტერმინალში, ხელბარგის შემოწმების დროს, მას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები უპოვეს.
გიორგი რამიშვილის დაკავების შემდეგ, განცხადება გაავრცელა "სილქ როუდ ჯგუფმაც".