მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
2014 წელს, ზესტაფონში პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა.
კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას ახალგაზრდა „იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს გარდაცვლილი გოგოს ოჯახი.
მათი თქმით, პოლიციას სათანადო რეაგირება რომ ჰქონოდა, მათი შვილი ცოცხალი იქნებოდა. 19 წლის სალომე ჯორბენაძე, მისმა ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი იარაღით მოკლა.
მკვლელობამდე სალომე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა.