შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
რამდენიმე დღის წინ ხობში სათევზაოდ წასულმა მოქალაქეებმა მსხვილფეხა საქონელი მასობრივად დახოცილი ნახა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ადგილზე ჩატარდა მოკვლევა და აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ინფექციური დაავადებები არ გამოვლინდა.
სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ფერმერებს დაიცვან ცხოველთა სადგომებში ზოგადი ვეტერინარული მოთხოვნები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ცხოველები უზრუნველყონ შესაბამისი კვებითი ღირებულების მქონე საკვებით.