ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული წალკის კანიონის დათვალიერება დაინტერესებულ პირებს 15 ივნისიდან შეეძლებათ. ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყო დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი იშლება.
ადგილზე დაგხვდებათ ზიპ ბაიკი, ეკოტურისტული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, კოტეჯები და რესტორანი.
წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით, საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვალიერებელს.
კანიონი თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.
უნიკალური მინის ხიდი წალკაში, დაშბაშის კანიონზე ისრაელის კომპანიამ KASS LAND (იგივე Kass Group) განახორციელა.
ნახეთ კადრები ⇓
გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1745260232
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403