საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
შირაქში 100 სული ცხვარია დაგლეჯილი. შემთხვევა ზამთრის საძოვრებზე, ღამით მოხდა. მდინარე ივრის მინდვრებზე მყოფი მწყემსების ინფორმაციით, მტაცებლებმა 1000 სული ცხვირიდან, 100 სული დაგლიჯეს, ასზე მეტი კი დაკარგულია. პატრონები, საქონლის ნაწილს, ამ დრომდე ეძებენ.
ფარის მფლობელები ვარაუდობენ, რომ რომ ცხვრებს მგლების ხროვა შეესია, მტაცებლების თავდასხმის შედეგად მიღებული ზარალი ათასობით ლარს აჭარბებს. მიმდინარე ზამთარს, საძოვრებზე მტაცებლების შემოსევის ეს პირველი ფაქტია.
