ზელენსკის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე ადგილი შეუცვალეს - ნახეთ მიზეზი
1745701756
დედის დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ქალბატონებს საჩუქრები გადაეცათ. მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა სოფელ მუხურაში, ახალსოფელში, დაბაძველსა და საწირეში მცხოვრებ მრავალშვილიან ქალბატონებს დედის დღე პირადად მიულოცა.
დავით ჩერქეზიშვილმა 3 მარტი, ასევე, აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირის, ნიკოლოზ ფორჩხიძის დედას მიულოცა და სამშობლოს თავისუფლებისთვის თავგანწირული შვილის გაზრდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სულ 38 მრავალშვილიანი დედაა რეგისტრირებული, რომელთაც ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. ყველა მათგანმა 3 მარტს ადგილობრივი თვითმმართველობისგან სპეციალური საჩუქარი მიიღო.