წნორში, ვასო გოძიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წნორი

ქალაქ  წნორში, ვასო გოძიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტი ითვალისწინებს გზის 570 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ეზოებში შესასვლელების და სანიაღვრე არხის  მოწყობას, ასევე ტროტუარებზე განსაკუთრებილი საჭიროების მქონე პირთათვის პანდუსების მოეწყობას.
ამ ეტაპზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს.

პროექტი  რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 368 070  ლარს შეადგენს.