მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
4-5 სექტემბერს, ქალაქ ცაგერში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა კიბოს სკრინინგის უფასო აქცია.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი.
ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩატარდა 40-70 წლის ქალბატონებისთვის, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 25-60 წლის ქალბატონებისთვის. გარდა ამისა 50-70 წლის ორივე სქესის წარმომადგენლისათვის ჩატარდა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი გამოკვლევები.
„კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის მიზანია, კიბოს პრევენციისთვის სკრინინგული კვლევების ჩატარება საქართველოს რეგიონების მიზნობრივ მოსახლეობაში.
მსგავსი ტიპის აქციები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რეგულარულად იმართება.