საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყაზახი სტუმრები იმყოფებოდნენ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ყაზახეთის რესპუბლიკის პავლოდარის პედაგოგიური და ევრაზიის ინოვაციური უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ყაზახეთის უნივერსიტეტების ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრანტ სტუდენტებსა და პროფესორებს, თელავის სახელმწიფო უნივერიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის პროფესორებმა ტრენინგები, ეკონომიკის, მენეჯმენტის და ბიზნესის თანამედროვე მიდგომების, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციის მიმართულებით ჩაუტარეს.
ტრენინგები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, პავლოდარის პედაგოგიურ უნივერსიტეტსა და ევრაზიის ინოვაციურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოეწყო.