ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვნები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე, 12-13 წლის გოგონებმა, თანატოლს მეზობელი სოფლის სკოლაში მიაკითხეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ანგარიშსწორების მიზეზი სოციალურ ქსელში მიმოწერა გახდა, რისთვისაც დაზარალებული გოგონასგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ. ბოდიშზე უარის მიღების შემდეგ, თანატოლები გოგონას სასტიკად გაუსწორდნენ.საქმეში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.