ცნობილია პირველი ინფიცირებულის ვინაობა, რომელმაც საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის გავრცელება გამოიწვია
1778599067
სოფელ ბაილეთში, სკოლასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი თამაზ ჩავლეშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო 4 მეტრიანი საავტომობილო ხიდი, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, 210 მეტრის ლითონის ცხაურები, 690 მეტრი-სიგრძის ასფალტის გზა და ეზოებში შესასვლელები.
გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.