1701724577
სიღნაღში ძაღლი ცივი იარაღით დაჭრეს
ქალაქ სიღნაღში ძაღლს ცივი იარაღით გაუსწორდნენ - ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ქალი, რომელიც წლებია მიუსაფარ ძაღლებს პატრონობს, დახმარებას ითხოვს. ის ამტკიცებს, რომ ძაღლს დანა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჩაარტყა.
ქალი ჰყვება, რომ მისგან დასახელებული პირი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სისტემატურად ავიწროებს და მიუსაფარ ძაღლებს საკუთარ ნაგაზებს აგლეჯინებს.











