მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. ქალაქ წნორში მეგობრობის ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 969 მეტრის მანძილზე ასფალტის საფარი და სანიაღვრე მოეწყობა.
გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 760 659 ლარი დაიხარჯება.
განახლებული გზით მოქალაქეები ივნისიდან ისარგებლებენ.